2026-01-27 00:00:12, 3544 ნახვა
კომენტარი
ოლიგარქის წარმომადგენელი წილოსანი - დებატების გამართვაში ფიზიკური დაპირისპირების საფრთხეა
ნინო წილოსანი დებატების გამართვაში ფიზიკური დაპირისპირების საფრთხეს ხედავს, ამის შესახებ დეპუტატმა დღეს პარლამენტში თქვა. მისივე განმარტებით ის "ქართული ოცნების" მიერ ასაკრძალი პარტიების სიაში შეყვანილ პოლიტიკურ სუბიექტებთან დებატებში არ დაჯდება.
ჩემთვის, ალბათ, არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან. ეს ჩემთვის იქნება ერთ-ერთი პირობა, რომელსაც დებატებში მონაწილეობის დროს ვიტყვი, თუმცა ჩვენი მთლიანად პოლიტიკური გუნდი მუშაობს იმ ფორმატებზე, რომელიც იქნება მეტ-ნაკლებად უსაფრთხო საზოგადოებისთვის. არ არის უსაფრთხო ეთერი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ფიზიკურად შეეხონ. ვიცით, რომ ასეთი ეთერებისთვის, ალბათ, ძალიან ბევრს გადაიხდიდნენ ის პარტიული ტელევიზიები, რადიკალები, ვინც ამგვარ ეთერებს აწყობენ," - აცხადებს წილოსანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,