2016-03-17 10:23:44, 3714 ნახვა
კულტურა
გიორგი კვირიკაშვილი: უმაღლესი კლასის არტისტების ჩამოსაყვანად რესურსები გამოიყოფა
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კულტურის სამინისტროსთვის რესურსების გამოყოფის საკითხს განიხილავენ, რომელიც საქართველოს მასშტაბით, კულტურული ღონისძიებების დაფინანსებასა და საერთაშორისო შემსრულებლების ჩამოყვანას ითვალისწინებს.
„განვიხილავთ სამინისტროსთვის რესურსების გამოყოფის თემას, რომელიც ტურიზმის წახალისებას ისახავს მიზნად. ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურული ღონისძიებების სერიების დაფინანსება, რომელიც გულისხმობს საქართველოში უმაღლესი კლასის არტისტების ჩამოყვანას და მათი და ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კულტურული ღონისძიებების გამართვას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონის კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან