2015-02-02 14:02:14, 848 ნახვა
სამართალი
ირაკლი ფირცხალავა თბილისის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა თბილისის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ადვოკატმა დავით ხაჟალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაკავების ოქმში წერია, რომ ფირცხალავას ბრალად კორტების სპეცოპერაციის ორგანიზება და ამით მკვლელობის შენიღბვა ედება. ადვოკატი ვარაუდობს, რომ მას ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.
რაც შეეხება ასევე დავით ხაჟალიას დაცვის ქვეშ მყოფ თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილ მეთაურს, კახა ნაკანს, ის ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ჯამში დღეს 11 პირი დააკავეს. გარდა ამისა, ამწუთებში მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება კრიმინალური პოლიციის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ცააძე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან