10:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-09 12:42:57, 3997 ნახვა

კულტურა
ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი შეაჩერა

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა მომავალ სამხატვრო ხელმძღვანელთან, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი შეაჩერა.

ინტერვიუ, რომელშიც ნინო ანანიაშვილმა დაანანონსა მომავალი დანიშნვის შესახებ, თეატრში განიხილეს, როგორც "დასის მხატვრების უპატივცემულობის უკიდურესი ხარისხი".

შეგახსენებთ, რომ მანამდე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინო ანანიაშვილმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა ნოვოსიბირსკის თეატრთან მიღწეულ შეთანხმებაზე. პრიმა-ბალერინას თქმით, ის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა.

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში ნინო ანანიაშვილის ინტერვიუ ნეგატიურად შეაფასეს. 

"თეატრის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ლიდერის სახელის გამოცხადება მის გუნდთან ოფიციალურ წარდგენამდე, დასის არტისტების უპატივცემულობას წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ იძულებულნი ვართ შევაჩეროთ ნინო ანანიაშვილთან დადებული კონტრაქტი, სანამ არ გაიკრვევა ამ ინფორმაციის საზოგადოებრივ სივრცეში გამოჩენის ყველა გარემოება", - განაცხადა ნოვოსიბირსკის თეატრის პრესსამსახურმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics