2015-09-27 14:08:38, 1199 ნახვა
კომენტარი
კახი კალაძე ღარიბაშვილის მიმართ კრიტიკაზე: დაველოდოთ 1 ოქტომბერს და ამის შემდეგ გავაკეთებთ შეფასებებს
"დაველოდოთ 1 ოქტომბერს და ამის შემდეგ გავაკეთებთ შეფასებებს",-ასე გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძემ გაერო-ში ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.
კალაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ვრცელი გამოსვლა გაერო-ში სწორედ 1-ელ ოქტომბერს ექნება.
"პრემიერის გამოსვლა 1-ელ ოქტომბერს იქნება, ოფიციალური გენერალური ასამბლეა. დაველოდოთ 1-ელ ოქტომბერს და შესაბამისად, ამის შემდეგ გავაკეთებთ შეფასებებს",-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ცნობისთვის, პოლიტიკოსთა ნაწილმა გაერო-ში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გააკრიტიკა. მათი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთის ქმედებებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მეტი ყურადღება უნდა გაემახვილებინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან