10:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 18:31:34, 1395 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობამ სოფელ ჯალაბაშვილების დამეწყრილ ოჯახებს საცხოვრებელი ბინები გადასცა

აჭარის მთავრობამ სოფელ ჯალაბაშვილების დამეწყრილ ოჯახებს 15 წლის პრობლემა გადაუჭრა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, დღეს ქედის მუნიციპალიტეტში 12 ეკომიგრანტ, სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინები გადაეცათ.

„ისინი წლებია სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ. ახალმოსახლეთა შერჩევა სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით და აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა. ბინები კენჭისყრის წესით გადანაწილდა. მომავალი საცხოვრებელი ბინის ნომრები  მათმა მფლობელებმა საერთო ყულაბიდან თავისი ხელით ამოიღეს“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

ახალმოსახლეობა მათ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ მიულოცეს.

„2013 წლიდან დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან საცხოვრებელი სახლების მშენებლობა/რეაბილიტაციის, მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების ქირით უზრუნველყოფის, ტრანსპორტირების ხარჯისა და ჭარბი ატმოსფერული  ნალექით დაზიანებული მოსავლის კომპენსაციის მიზნით 1 101 ოჯახზე მატერიალური დახმარების სახით 2 132 934 ლარი გამოიყო . სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას მთავრობა მომავალშიც გეგმავს.

2013-15 წლებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად დაზარალებული 197  ოჯახი,  აქედან: შუახევისში შესახლდა - 48 ოჯახი, ქედაში - 64 ოჯახი, თამარის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლში კი 85  სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი შესახლდა.

2015 წლის ბოლომდე ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის   დასრულდება  72 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში; 50 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში.

2015 წელს დაიწყო 58 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის  მშენებლობა ქ. ბათუმში, თამარის  დასახლებაში, რომელიც 2016 წელს დასრულდება.

აჭარის მთავრობა აგრძელებს სოციალურად დაუცველთათვის  მსგავსი პროექტების განხორციელებას და რამდენიმე ათეული წლის მანძილზე გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებას“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics