2020-11-02 12:23:53, 1217 ნახვა
მაიკლ კარპენტერი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს შეფასებას სამართლიანს უწოდებს
„პენ ბაიდენის ცენტრის“ დირექტორი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს შეფასებას სამართლიანს უწოდებს.
მაიკლ კარპენტერი იმედს გამოთქვამს, რომ ორი ქვეყნის შემდეგ მთავრობებს ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობა ექნებათ.
„როგორც ჩანს, ეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი შეფასებაა. იმედი მაქვს, რომ აშშ-სა და საქართველოს შემდეგ ადმინისტრაციებს საშუალება ექნებათ გააძლიერონ ურთიერთობები“, – წერს კარპენტერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" და საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებას აზიარებს.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა და საქართველოში მიმდინარე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან