10:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-10 11:36:28, 14473 ნახვა

კულტურა
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, „თბილისის ცის ქვეშ“ მუსიკალური საღამოები გაიმართა

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, „მზიურის“ განახლებულ პარკში Mziuri Fest მოეწყო, რომლის სცენაც მუსიკალურ ბენდებს დაეთმო.

ორდღიან ფესტივალზე მსმენელის წინაშე ჯგუფები: LOUDSPEAKERS, MOKUMOKU, „არა“, Bedford Falls, KILLAGES, ON THE ROAD, PITTER J და ერეკლე დეისაძე წარდგნენ.

მუსიკალური ღონისძიებები ასევე, დედაქალაქის სხვადასხვა განახლებულ სარეკრეაციო სივრცეში გაიმართა. გოძიაშვილის სახელობის ბაღში ეთნო და ჯაზის მოყვარულები შეიკრიბნენ, ხოლო ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ქართული ესტრადის წარმომადგენლების კონცერტები ჩატარდა. 

მუსიკალურ საღამოებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება კულტურის სფეროს მხარდაჭერას და მოქალაქეთა განწყობის ამაღლებას ემსახურება.

„თბილისის ცის ქვეშ“ უკვე არაერთი საღამო გაიმართა და უნდა აღინიშნოს, რომ  განახლებული „მზიური“ ამ ტიპის საფესტივალო ღონისძიებას განსაკუთრებით მოუხდა. ორი დღის განმავლობაში, აქ თანამედროვე მუსიკის მოყვარული უამრავი ახალგაზრდა შეიკრიბა. პროექტი უკვე სექტემბრიდან გაგრძელდება და დედაქალაქის მასშტაბით, კიდევ უფრო მეტ ლოკაციაზე შევხვდებით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო. იგი ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს, რომელზეც დასწრება თავისუფალია.

დღეს, 20:00 საათზე, წყნეთის ამფითეატრში, თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი პროექტი - „გაითავისე ცა და ისუნთქე...“ დასრულდება, რომელიც გია ყანჩელის 85 წლის იუბილეს მიეძღვნება.

კონცერტში მონაწილეობას ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი და ეროვნული სიმფორნიური ორკესტრის მუსიკოსები მიიღებენ.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics