2015-08-12 20:00:20, 1712 ნახვა
რეგიონი
ფოთში დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ფოთის კოლხური კულტურისა და ისტორიის მუზეუმში თემატური შეხვედრა-საღამო გაიმართა, რომელიც დიდგორობის სახალხო დღესასწაულს მიეძღვნა.
ღონისძიების მონაწილეებმა - ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, მუზეუმის მეცნიერ-მუშაკებმა, ისტორიკოსებმა, პედაგოგებმა და სტუდენტებმა საინტერესოდ საქართველოს ისტორიის განსაკუთრებულად გამორჩეულ მოვლენაზე-დიდგორის ბრძოლაზე, წარსულში მის გეო-პოლიტიკურ და გეო-სტრატეგიულ გავლენაზე და თანამედროვეობისათვის ქართველთა გმირული წარსულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
კოლხური კულტურისა და ისტორიის მუზეუმში გამართულ საღამო-შეხვედრას ესწრებოდნენ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი მოისწრაფიშვილი და მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი დავით შეროზია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან