15:17 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 16:24:47, 1039 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: აუცილებლად მოვახერხებთ და დავიბრუნებთ ჩვენ ძმებს - აფხაზებს და ოსებს

"ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ლიდერის გაუგებარი ქმედებების შედეგი იყო ის, რაც მივიღეთ, მათ რიცხვში  - ოკუპირებული ტერიტორიები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ექს-პრემიერის თქმით,  პროვოკაციები, რაც დღეს რუსეთის მხრიდან არის, აღმაშფოთებელია.

„მე როგორც ვადევნებ თვალს, ყველა სახელმწიფო მოხელეს ჯანსაღი რეაქცია ჰქონდა.  ეს უნდა გავაგრძელოთ. „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ლიდერის გაუგებარი ქმედებების შედეგი იყო ის, რაც მივიღეთ, მათ რიცხვში ოკუპირებული ტერიტორიები. ისინი ძალიან დაეხმარნენ რუსეთს, რომ განეხორციელებინა ის, რაც განახორციელა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხოლოდ მშვიდობიანი გზით და არ წამოვეგოთ პროვოკაციებზე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობა მაქსიმალურად ინფორმირებული უნდა იყოს და მათთან ერთად უნდა მოხერხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი შეცდომების გამოსწორება.

„ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ და დავიბრუნებთ ჩვენ ძმებს აფხაზებს და ოსებს, ამავდროულად გავაერთიანებთ ტერიტორიებს, ამას ჭირდება ის, რაც მე მრავალჯერ მითქვამს - დიდი მოთმინება, სტაბილური ქვეყანა, ეკონომიკური აყვავება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაღრმავება. ჩვენ კარგი ქვეყანა უნდა ავაშენოთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics