10:21 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 12:28:44, 1055 ნახვა

კომენტარი
კალაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ვიზის გარეშე მოგზაურობას შეძლებენ

ვიცე- პრემიერ კახი კალაძეს იმედი აქვს, ქართველები ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას მალე შეძლებენ.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში ყველა დავალება შეასრულა.

"გადაწყვეტილება მიღებული არ არის, დაველოდოთ. თუმცა, წინასწარი მონაცემებით ვიცით, რომ საფრანგეთი და გერმანია თავს იკავებს. დაველოდოთ გადაწყვეტილებას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეეძლოთ. ყველა რეფორმა განხორციელდა. გადაწყვეტილება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები  ევროპაში ვიზის გარეშე მოგზაურობას შეძლებენ  და ჩვენ შევძლებთ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია", - განაცხადა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ქვეყანაში ჩასულ სხვადასხვა ერს შორის კრიმინალური ქმედებების რაოდენობით ქართველები ლიდერობენ, ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებით დიდ თავის ტკივილს გაიჩენს. 

ცნობისათვის, გუშინ, ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების შეხვედრა გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კვლავ ვერ მოხერხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics