11:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 12:35:07, 898 ნახვა

რეგიონი
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სამედიცინო აპარატურა გადაეცა

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICS) მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გადასცა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ სტაციონარში დამონტაჟდა ულტრათანამედროვე კომპიუტერული ტომოგტაფი, ციფრული რენტგენის აპარატი და საექსპერტო დონის ექოსკოპი. მოცემული აპარატურა საშუალებას იძლევა, რომ დაცული იქნას კვლევებისა და დიაგნოსტირების თანამედროვე სტანდარტები.

სამედიცინო დაწესებულებამ თანამედროვე აპარატურის გამოყენებით კვლევების ჩატარება უკვე დაიწყო.

ახალდამონტაჟებული აპარატურა, დღეს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლევან გორგილაძემ და ზურაბ თენიეშვილმა დაათვალიერეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics