09:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 15:42:33, 1011 ნახვა

კომენტარი
მიშველაძე კობახიძის განცხადებაზე: არ ვარ ისეთი ნასვამი, რომ სერიოზულად გიპასუხოთ

„არ ვარ ისეთი ნასვამი, რომ სერიოზულად გიპასუხოთ ახლა ამ კითხვაზე“,-გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე პარლამენტის ვიცე სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებას, სადაც ის  გიორგი მარგველაშვილის ალკოჰოლისადმი სიყვარულზე საუბრობდა.

ცნობისთვის, კობახიძე გუშინ პრეზიდენტის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომელზეც მარგველაშვილმა პაპუაშვილის სკანდალურ განცხადებასთან ერთად, მისი ოჯახის წევრზე განხორციელებულ ზეწოლის მცდელობაზეც ისაუბრა.

„რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, კობახიძემ განაცხადა, რომ მარგველაშვილი შესაძლოა პრესკონფერენციაზე ზედმეტი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

„დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული. მე ასეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, უბრალოდ არ ვთქვი ეს ეკრანზე. პირველი რაც ვიფიქრე, ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. ეს ღიმილი - თუ ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. ამიტომ, როცა პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს, რაღაც ღირებული უნდა თქვას, მე დღეს პრეზიდენტმა დამაბნია“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics