23:27 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-23 15:25:48, 1890 ნახვა

საზოგადოება
რეჟიმის ტყვეობაში მყოფმა ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრს რეჟიმის პატიმრობაში მყოფი მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძეც ტოვებს. მისი წერილი ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა გაავრცელა.

"მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს!“ - მინდა, ამ სიმბოლური ტექსტით სოლიდარობა და გვერდში დგომა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავად არიან სოლიდარობისა და მეგობრობის მაგალითი.

ძალიან არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, "მეგობრებო". ისტორიას გადავხედოთ და მარტივად მივხვდებით, რომ ხელოვანები თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციით იყვნენ და არიან თქვენთვის და ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები. ყოველთვის ასე იქნება.

თქვენამდეც და თქვენ შემდეგაც სიმართლე ერთი იქნება და ამ სიმართლის სათქმელად სიტყვა ყოველთვის გამოინახება. ამიტომ, ჩემი რჩევაა - სწორი ღირებულებების მქონე ადამიანებთან ბრძოლა წამგებიანია". - წერს წერილში ანდრო ჭიჭინაძე.

8 მსახიობმა: კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა, ნანკა კალატოზიშვილმა, მანუ თავაძემ, დათო ბეშიტაიშვილმა, ლუკა ჯაფარიძემ და ტასო ჭანტურიამ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი დატოვეს. 

ცნობისთვის, 20 თებერვალს, აბაშიძის თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს რეჟიმის პატიმრობაში მყოფი მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის ბანერი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics