21:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-30 14:05:10, 3077 ნახვა

სამართალი
სუს-ი უარყოფს საქართველოში რუსეთის საკომუნიკაციო ტერმინალის არსებობას

გუშინდელი დღის შემდეგ სხვადასხვა მედიაპლატფორმიდან (ასევე კონკრეტული აქტივისტების მხრიდან) კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები, – ამის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ხსენებული მედიაპლატფორმების არცერთ წარმომადგენელს უწყებისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.

„მიუხედავად ამისა, ხსენებული მედიაპლატფორმების არცერთ წარმომადგენელს უსაფრთხოების სამსახურისთვის ამ დრომდე არ მოუმართავს. თავის მხრივ, არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მიგვიღია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურიდანაც. ამ უკანასკნელმა გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა ასეთი ქსელების უკრაინასთან, ფრონტის ხაზზე და აფრიკის კონტინენტზე არსებობის შესახებ. ამავე დროს, განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოზე დატანილმა ლოკაციამ დატოვა მათ მიერ გახმოვანებული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის სივრცე საქართველოს შესახებ. ჩვენ პროაქტიულად ვცდილობთ გავარკვიოთ, რითი იყო გამოწვეული, მათივე განცხადებისგან განსხვავებული ისეთი მასალის გავრცელება, რომელმაც კონკრეტულ ჯგუფებს საქართველოში ცრუ და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის წარმოების საშუალება მისცა“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (ГУР) რუსეთის შეიარაღებული ძალების საკომუნიკაციო ტერმინალები გამოავლინა. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საკომუნიკაციო ტერმინალებიდან ერთ-ერთის მდებარეობად საქართველოს ტერიტორიაა მონიშნული.

 „ეროვნული სამხედრო დაზვერვა დიდ ყურადღებას აქცევს მტრის სამეთაურო პუნქტების გადაადგილების მიმართულებების გამოვლენისა და თვალთვალის საკითხებს, ცდილობს მათგან მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვებას, ხოლო ხელსაყრელ პირობებში – მტრის ხელმძღვანელობის განადგურებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics