10:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 16:29:58, 534 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, შოთა ბეგლარაშვილთან  და ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მაღალმთიან სოფელ ლავრისხევთან და ლავრისხევის სააგარაკე დასახლებასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის  მიმდინარეობას გაეცნენ.

„პროექტი ითვალისწინებს 2400 გრძივი მეტრი ამორტიზებული გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობას, რომელიც ხელს შეუწყობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

პროექტი რეგიონების განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“  ახორციელებს”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics