20:52 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 10:57:10, 568 ნახვა

საზოგადოება
ყოფილი ელბაქიძის ქუჩაზე მოძრაობა შესაძლოა, ცალმხრივად აღდგეს

ყოფილი ელბაქიძის ქუჩაზე მოძრაობა სრულად სავარაუდოდ  2 თვეში აღდგება. მანამდე კი, მოძრაობა შესაძლოა, ცალმხრივად განახლდეს. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის თავჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა განუცხადა. 

მისივე თქმით, ცალმხრივი მოძრაობის აღდგენა, ხიმინჯების დადგმის შემდეგ გახდება შესაძლებელი. 
ამასთან, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის ინფორმაციით, ხიმინჯებზე მუშაობა 5–6 დღეში დასრულდება. 

„ხიმინჯებზე მუშაობა გაძიერებულ რეჟიმში მიმდინარეობს. მასზე მუშაობას სულ რაღაც 5–6 დღეში მოვრჩებით. კომუნიკაციების მოწესრიგებაზე კი მუშაობა უახლოეს დღეებში დაიწყება“, – აღნიშნა სუდაძემ. 

შეგახსენებთ, ელბაქიძის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი რამდენიმე კვირის წინ ჩამოინგრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics