16:31 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-10 12:44:35, 11667 ნახვა

სპორტი
COVID-19-ის გამო, ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს თბილისი 2021 წლის ნაცვლად 2022 წელს უმასპინძლებს

თბილისი ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს 2021 წლის ნაცვლად 2022 წელს უმასპინძლებს.

ამის მიზეზი COVID-19-თან დაკავშირებული მსოფლიო მოვლენებია.

აღნიშნულის შესახებ FIBA–ს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვეტილება გუშინ გამართულ ვიდეო-კონფერენციაზე მიიღო.

ფიბას გადაწყვეტილებით, კონტინენტის პირველობა ევროპის ოთხ ქალაქში, მათ შორის თბილისში, 2022 წლის 1-დან 18 სექტემბრამდე გაიმართება.

ტურნირის გადადების მთავარი მიზეზი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის გადატანა იყო, რის შემდეგაც კალათბურთში ოლიმპიური თამაშების შესარჩევი მატჩები ამა წლის 2021 წლის 22 ივნისიდან 4 ივლისამდე დაიგეგმა და ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ფიზიკურად ვეღარ ესწრებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა
მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა
რეჟიმის წარმომადგენელი კვარაცხელია - საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ხმის მისაცემად უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში
ხუნდაძე -ფასების შემცირებაზე კომისია შევქმენით, მაგრამ ფასები იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics