11:32 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 10:54:02, 873 ნახვა

ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას დღეს ორი ახალი დადასტურებული პაციენტი დაემატა

„დღეს დაემატა ორი ახალი დადასტურებული პაციენტი, ორივე პაციენტი არის ქვეყანაში შიდა გავრცელების შედეგი“, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათ კლინიკაში ერთი პაციენტია საყურადღებო, თუმცა ექვემდებარება მკურნალობას და დინამიკაში იგრძნობა უკეთესობა.

„ჩვენს კლინიკაში მკურნალობს 18 პაციენტი. აქედან დადასტურებულია 9 პაციენტი. დღეს დაემატა ორი ახალი დადასტურებული პაციენტი, ორივე პაციენტი არის ქვეყანაში შიდა გავრცელების შედეგი. ამ ორი ახალი პაციენტიდან რუსთავიდან არც ერთი არ არის გადმოყვანილი, თუმცა ამ წუთისთვის, საბოლოოდ მათი გადადების წყარო შესწავლილი არ არის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა თითქმის უცვლელია. ერთი პაციენტია საყურადღებო, თუმცა ექვემდებარება მკურნალობას და დინამიკაში იგრძნობა უკეთესობა. ხვალისთვის ველოდებით სამი პაციენტის გაწერაზე გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics