16:04 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 19:02:42, 3254 ნახვა

კულტურა
SOU - თბილისში თანამედროვე მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი გაიმართება

26 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული მუსიკოსების, ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი გაიმართება.

ორი დიდი მუსიკოსის გამორჩეული კოლაბორაცია 2013 წლიდან იწყება. ცოცხალი სიმებისა და ელექტრონიკის ნაზავი სრულ ჰარმონიას ქმნის, რომელიც ერთ ალბომში “Nerissimo” ერთიანდება. ალბომი ორ ქალაქში, ბერლინსა და რომში იქმნებოდა ორი წლის განმავლობაში.

ბლიქსა ბარგელდს ისეთ ცნობილ ჯგუფებში დაუკარავს, როგორიცაა: Nick Cave and the Bad Seeds და Einstürzende Neubauten.

ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი დიდ საკოცნერტო დარბაზში, 26 მაისს, 21:00 საათზე გაიმართება.

ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი თანამედროვე მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის  - SOU [stream of unconsciousness  - არაცნობიერის ნაკადი] ფარგლებში გაიმართება.

18 მაისიდან  28 მაისის ჩათვლით თბილისში, 5 სხვადასხვა კულტურული ინსტიტუციის სივრცე თანამედროვე მსოფლიო მუსიკალური სივრცის წამყვან შემსრულებლებს უმასპინძლებს. ორი კვირის განმავლობაში  6 მუსიკალური ღონისძიება ჩატარდება. ამ პერიოდის განმავლობაში თბილისს ოცზე მეტი მუსიკოსი და არტისტი ეწვევა.

SOU 2016 აერთიანებს შემდეგ ღონისძიებებს:

Alva Noto/  მარჯანიშვილისთეატრისდიდისცენა  / 18 მაისი

Ryoji Ikeda / თბილისისკონსერვატორიისდიდისაკონცერტოდარბაზი / 19 მაისი

Raster Noton Night / თბილისისარქეოლოგიურისაცავი  / 21 მაისი

Rafael Anton Irisarri / წმინდაპეტრესადაპავლესკათოლიკურიეკლესია  / 23 მაისი

Theo Teadro&BlixaBergeld/ ფილარმონიისდიდისაკონცერტოდარბაზი / 26 მაისი

Tokyo Techno Night / თბილისისარქეოლოგიურისაცავი  / 28 მაისი

ფესტივალი ახალი აუდიო-ვიზუალური პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ, თანამედროვეობის აქტუალურ და ექსპერიმენტულ ნამუშევრებს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურულ გზაჯვარედინზე წარმოადგენს. ამასთან,  SOU FESTIVAL-ში მონაწილეობენ ის მუსიკოსები და არტისტები, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებით დიდი გავლენა იქონიეს  თანამედროვე მუსიკის განვითარებაზე.  ფესტივალი ქვეყნის ერთგვარი მაორიენტირებელი მოვლენა იქნება, რომელიც ქალაქის კულტურული პოტენციალს, მისი მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას გლობალურ კულტურულ კონტექსტთან მიმართებაში წარმოაჩენს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/events/661734837312087/

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და თბილისის მერია.

ფესტივალის პარტნიორები: ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ასოციაცია “არტისტერიუმი” და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics