20:09 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 13:10:41, 780 ნახვა

რეგიონი
თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს - ამის შესახებ ალექსანდრე მელიქიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მელიქიძის პოსტიდან ირკვევა, ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულება არ გაუგრძელეს მელიქიძის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული პოსტის მოწონებისა და პირად გვერდზე გაზიარების გამო - "ამ პირობებში, არანაირი მორალური უფლება არ მქონდა, ხელი მომეწერა ჩემს შრომით ხელშეკრულებაზე" - დაწერა ალექსანდრე მელიქიძემ.

"მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ჩვენს ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომელს მარიამ ჩარკვიანს, რომელსაც არ გაუგრძელეს შრომითი ხელშეკრულება. მისი აქტიური ჩართულობით ხორციელდებოდა აბსოლუტურად ყველა აქტივობა მუზეუმში. სექტემბერში, როცა თავისი ნებით მიდიოდა სამსახურიდან, ჩემი დაჟინებული თხოვნით დარჩა, რათა ბოლომდე მიგვეყვანა წამოწყებული საქმეები. მისი განთავისუფლების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

თუ ჩემი პოსტის (ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით) გაზიარება მის პირად გვერდზე (არასამუშაო საათებში) და "ლაიქი", "წონადი" არგუმენტია, ამ პირობებში, არანაირი მორალური უფლება არ მქონდა, ხელი მომეწერა ჩემს შრომით ხელშეკრულებაზე.

ვრჩები რიგით მუზეუმელად და თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გულშემატკივრად" - წერს მელიქიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics