2015-08-02 14:26:28, 668 ნახვა
სამართალი
გორში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1988 წელს დაბადებული დავით ბ. მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გორში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა გორში, მისივე კუთვნილ ავტომანქანაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ახალგაზრდა მამაკაცს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან