2015-07-27 13:51:04, 625 ნახვა
სამართალი
წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევი სოფელ ჭალეში სატვირთო ავტომანქანით ახდენდა სპეციალური მარკირების გარეშე, წიფლის ჯიშის მორების გადატანას.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა წიფლის ჯიშის ხე-მცენარის კონფისკაცია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საოლქო პროკურატურას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან