21:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 16:04:31, 937 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: მნიშვნელოვანია, არსებობდეს ის მინიმალური სტანდარტი, რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა აკმაყოფილებდეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ის მინიმალური  სტანდარტები, რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.

როგორც კვირკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კუთხით გარკვეული რეგულაციების დანერგვაა საჭირო, რათა ქვეყანაში მინიმალური უსაფრთხოების დონე უზრუნველყოფილი იყოს.

"ზოგადად,  საჯარო ტრანსპორტი არის რეგულირების სფერო ყველა ქვეყანაში.ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით,  მათ შორის  ტურიზმის განვითარებისთვისაც, არსებობდეს ის მინიმალური სტანდარტები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ კუთხით,  რა თქმა უნდა, გარკვეული რეგულაციების  დანერგვა საჭიროა. არ უნდა მივიჩნიოთ,  რომ ეს არის რაიმე კუთხით  ბიზნესგარემოს დამძიმება, ეს არის ქვეყანაში მინიმალური უსაფრთხოების დონის უზრუნველყოფა, რათა განვითარდეს ტურიზმი და უსაფრთხო იყოს სამოქალაქო ტრანსპორტი",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, საუბარია ტრანსპორტთან დაკავშირებით ახალი პროექტის მიღებაზე, რომელიც  გარკვეული რეგულაციების შემოღებასა და ლიცენზიებს ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics