2015-07-02 16:14:55, 773 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია „TRANSAERO“ მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განახორციელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, 2015 წლის ივლისიდან ავიაკომპანია „TRANSAERO“ მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განახორციელებს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, რეისები კვირაში 2 სიხშირით შესრულდება. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, ბათუმის მიმართულებით მინსკიდან რეისების რაოდენობა გაიზარდა.
„ავიაკომპანია „Belavia“-მ გაზარდა ფრენის სიხშირეები მინსკსა და ბათუმს შორის და ნაცვლად კვირაში 3 სიხშირისა, ფრენებს შეასრულებს კვირაში 5 სიხშირით“, - აცხადებენ სამინისტროში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან