2015-07-02 11:36:22, 601 ნახვა
ეკონომიკა
კახა კალაძე: თუ ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იქნება, მთავრობა სუბსიდირების შესახებ იმსჯელებს
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, თბოელექტრო სადგურების მიმართვის საფუძველზე „სემეკის“ მიერ ტარიფების დათვლა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ „სემეკის“ მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მთავრობა სუბსიდირების შესახებ იმსჯელებს.
„ლარის გაუფასურებამ ენერგეტიკაში არსებულ კომპანიებს ძალიან დიდი დარტყმა მოგვაყენა. დაველოდოთ „სემეკის“ გადაწყვეტილებას. ვიცი, რომ მიმდინარეობს დათვლა. ამას გარკვეული დრო სჭირდება. იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იქნება მთავრობა შეიკრიბება და სუბსიდირების შესახებ იმსჯელებს“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან