2015-04-30 13:28:27, 376 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიაში ენერგეტიკის განვითარების საინფორმაციო ცენტრი შეიქმნება
დედაქალაქის მერიაში მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნება.
შესაბამისი მემორანდუმი ენერგეტიკის სამინისტრომ და დედაქალაქის მერიამ ევროკავშირის პროგრამა INOGATE-სთან გააფორმეს.
მემორანდუმს ხელი ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კახა კალაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა მოაწერეს.
ცენტრი სადემონსტრაციო ფიზიკური სივრცის შექმნას გულისხმობს. ნებისმიერ პირს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების შესახებ ინფორმაციის და კონსულტაციების მიღება შეეძლება. არსებული ინფორმაციით, ცენტრის შექმნამ ხელი უნდა შეუწყოს მდგრადი ენერგეტიკის განვითარებას, განახლებადი ენერგორესურსების ათვისებას და ენერგოეფექტურობის დონის ამაღლებას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან