2015-04-27 11:38:19, 566 ნახვა
საზოგადოება
თერჯოლის მოსახლეობა ქალაქის ცენტრში იეჰოვას მოწმეების სახლის მშენებლობას აპროტესტებს
თერჯოლის მოსახლეობა ქალაქის ცენტრში იეჰოვას მოწმეების სახლის მშენებლობას აპროტესტებს.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, აღნიშნული სახლის მშენებლობა ცენტრალურ უბანში იგეგმება, რაც მათი თქმით, მიზანშეწონილი არ არის და გამგეობას მიმართავენ, იეჰოვას მოწმეებს ალტერნატიული ადგილი გამოუყონ.
როგორც საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსმა გელა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამგეობა მზადაა, იეჰოვას მოწმეებს შენობის ასაშენებლად რამდენიმე ვარიანტი
„თერჯოლის საზოგადოება, საკრებულო, გამგეობა მზადაა, რომ რამდენიმე სრულფასოვანი ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზოს და ითანამშრომლონ, გააგრძელონ მშვიდობიანი თანაცხოვრება“, – აღნიშნა კვარაცხელიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან