2017-03-26 13:00:33, 1085 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო საერთაშორისო აქციას „დედამიწის საათი“ შეუერთდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საერთაშორისო აქციას „დედამიწის საათი“ ყოველწლიურად უერთდება.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, 20:30 საათზე უწყებამ ელექტროენერგია ერთი საათით გამორთო და ამ ფორმით ჩვენი პლანეტის მიმართ თანადგომა გამოხატა.
საერთაშორისო აქციის მიზანი კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მისი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლაა.
„დედამიწის საათი“ მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან