2015-03-30 20:40:58, 412 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ვინ დაესწრება ჩემს გამოსვლას, ინფორმაცია არ მაქვს
„იმასთან დაკავშირებით თუ ვინ დაესწრება ჩემს გამოსვლას, ინფორმაცია არ მაქვს“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ხვალ გაკეთდება აქცენტები, ძირითადად, ეკონომიკაზე, საერთაშორისო გარემოზე, უსაფრთხოებასა და დემოკრატიული განვითარების პროცესებზე საქართველოში, ასევე, მოსახლეობის ჩართულობაზე. იმასთან დაკავშირებით თუ ვინ დაესწრება ჩემს გამოსვლას, ინფორმაცია არ მაქვს“,-განაცხადა მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, ხვალ პარლამენტში მოხსენებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წარსდგება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან