08:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 15:50:02, 910 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი ეწვია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო სტუმარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია კი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ესტონეთის პრემიერ–მინისტრ ტაავი რიივასისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართება. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics