2015-03-26 17:24:23, 497 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიამ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
გერმანიის ფედერალურმა უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
დოკუმენტს გერმანელ კანონმდებელთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
ცნობისთვის, ასოცირების შეთანხმება საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირთან გასული წლის ივნისში გააფორმეს. ხელშეკრულების ძალაში შესვლისთვის, საჭიროა მისი რატიფიცირება ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ მოახდინოს.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ზემოხსენებული ფაქტის აღსანიშნავად, გერმანიაში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საელჩოებისა და გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთის კომიტეტის ორგანიზებით, გაიმართება საზეიმო მიღება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან