09:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 15:47:17, 1213 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი ელენე ხოშტარიას: მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით

„ძალიან მიჭირს სერიოზულად ვუპასუხო თქვენს კითხვებს, მაგრამ ასეთია ჩემი პასუხისმგებლობა და  შესაბამისად  გიპასუხებთ“,-ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრს ელენე ხოშტარიას.

„ქალბატონო ელენე ნუ შემაწყვეტინებთ, მე არც ბავშვობაში, არც ძველბიჭობაში არ გეჯიბრებოდით გახსოვთ ეს.  არც ფეხბურთში არ გეჯიბრებოდით. ამიტომ ჩვენ სხვადასხვა ადგილას ვიყავით და ვართ. მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ ძველბიჭობდით პლეხანოვზე. ეს არ არის ჩემი სტილი. მე ასევე გისამძიმრებთ, რომ სანდრო გირგვლიანის მეგობარი ზიხართ იქ სადაც ზიხართ. ოთო კახიძის გვერდით, გისამძიმრებთ ამ მორალურ, დროებით იმედია კრახს. კაცი, რომელიც ვანოს იცავს დღეს  და იმის გვერდში ზიხართ დღეს. მე მაქვს გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც ვერ წამართმევს ვერავინ, მათ შორის მორალური კრახის პირობებში მყოფი  ქალბატონი დეპუტატი, რომელმაც უღალატა ირინა ენუქიძის ხსოვნას და მოკალათდა ოთო კახიძის გვერდით“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics