13:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 15:09:08, 852 ნახვა

რეგიონი
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა ზესტაფონში უფასო გასინჯვის აქცია გამართეს

"ერთად ვიზრუნოთ თქვენს  ჯანმრთელობაზე" - ამ ლოზუნგით ზესტაფონში ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მოსახლეობისთვის უფასო გასინჯვის აქცია გამართეს.

აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები  ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა აწარმოეს: ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი,   გინეკოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, ექოსკოპისტი.

საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური  გამოკვლევები, ასევე სისხლში გლუკოზის განსაზღვრა ჩაუტარდათ.

აქციის მნიშვნელოვანი ბენეფიტი ისაა, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი გასინჯულ პაციენტებს საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფს.

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრი - დიდი ტრადიციების მქონე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური  ოპერაციული მედიცინის მიღწევები ფართოდაა დანერგილი , ისეთი სერვისები, როგორიც ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა მაღალ დონეზეა განვითარებული.       

 კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი - საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და  ხელმისაწვდომი ფასები 1946 წლიდან  დღემდე.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics