2016-06-12 17:35:36, 1170 ნახვა
მსოფლიო
კიევში გეი-პრაიდი დაპირისპირებების გარეშე ჩატარდა
უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს ლგბტ აქცია-მსვლელობა გაიმართა. მასში მონაწილეობა 5 ათასამდე ადამიანმა მიიღო. "თანასწორობის მარშმა" ოპოზიციის, ხელისუფლების, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატების და ლგბტ ადამიანები გაერთიანება შეძლო.
აქციაში ისეთმა ცნობილმა პოლიტიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც არიან ნადეჟდა სავჩენკო, მუსტაფა ნაემი, სერგეი ლესჩენკო და სხვები. აგრეთვე პრაიდში მონაწილეობა უკრაინაში აშშ-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებმაც მიიღეს.
მსვლელობა კიევის ცენტრალურ ქუჩებში 10:00 დან 10:45-მდე გაგრძელდა და ექსცესებისა და პროვოკაციების გარეშე დასრულდა.
უკრაინის ახალმა პოლიციამ დაპირება შეასრულა და კოლონა აგრესიისგან დაიცვა. როგორც პოლიციის პრესასთან ურთიერთობების ცენტრში განაცხადეს, მოსახლეობა აქციას ნორმალურად შეხვდა და ღონისძიების მსვლელობისას აღსაკვეთი პროვოკაციები არ დაფიქსირებულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან