2016-06-10 14:45:31, 1355 ნახვა
მსოფლიო
მარსელში ფეხბურთის ინგლისელ და ფრანგ გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა (ვიდეო)
საფრანგეთის ქალაქ მარსელში ფეხბურთის ინგლისელ და ფრანგ გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედიის ინფორმაციით, ინციდენტი მარსელის ერთ-ერთ ბართან, მუსლიმებით დასახლებულ რაიონში მოხდა.
როგორ BBC წერს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრიტანელი გულშემატკივრები სკანდირებდნენ “ISIS, სად ხარ?”.
აღნიშნულმა ფაქტმა, ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია.
France 24-ის ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით 100 ინგლისელი და 50 ადგილობრივი მოსახლე მონაწილეობდა. პოლიციამ არეულობის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინციდენტის შედეგად, 2 ინგლისელი დაკავებულია, ერთი კი თავის ტრავმით ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საფრანგეთში ევრო 2016 იწყება. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი პარიზში, „სტად დე-ფრანსზე“ საფრანეგთისა და რუმინეთის მატჩით იხსნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან