19:07 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 18:53:13, 448 ნახვა

საზოგადოება
მერია დავით ნარმანიას ავტომანქანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერის დავით ნარმანიას ავტომანქანასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“  მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ავტომანქანა, რომლითაც დედაქალაქის მერი  დავით ნარმანია გადაადგილდება, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 2011 წელს შეიძინა და ის საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის - სანდრა რულოვსის მშობლებს ემსახურებოდა.

„იმის გამო, რომ დედაქალაქის მერი კანონით სარგებლობს დაცვის მომსახურებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 2014 წლის ოქტომბერში აღნიშნული ავტომანქანა თბილისის მერის დაცვის სამსახურისთვის გამოყო და მისი ექსპლუატაციის ხარჯებსაც თავად ფარავს. სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალება თბილისის მერს არ ემსახურება“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ამასთან, 25 თებერვალს საკრებულოს წევრმა სევდია უგრეხელიძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის კომენტირებისას განაცხადა, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია მოძრაობს 100 ათას დოლარიანი მანქანით, რომელიც მისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა შეიძინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics