23:46 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 15:02:21, 911 ნახვა

რეგიონი
ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაიხურა

ზესტაფონში მუნიციპალური  ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, ნიკოლოზ კრავეიშვილთან ერთად დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“  ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობას ამცირებს.  წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა, რომლის ფარგლებშიც, კომპანიამ შეაჩერა გარკვეული ნაგავსაყრელების ოპერირება და დაიწყო მათი ეტაპობრივი დახურვა შესაბამისი სტანდარტებით.

სწორედ აღნიშნული გეგმის საფუძველზე დაიხურა ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომელიც 2007 წლიდან ფუნქციონირებდა. დახურვის სამუშაოების ფარგლებში მოხდა პოლიგონის ზედაპირის რელიეფის ფორმირება, ნარჩენების მოსწორება და თიხნარი გრუნტით გადაფარვა. ასევე, მდ.ყვირილას მხრიდან მოეწყო ქვანაყარი ბერმა, რათა მდინარის ადიდების შემთხვევაში, გამოირიცხოს ნარჩენების მდინარეში მოხვედრის საფრთხე. 

ამ დროისთვის, ქ.ზესტაფონის მუნიციპალურ ნარჩენებს  თერჯოლის კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელი იღებს.

ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულებამ 799 990 ლარი შეადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics