10:52 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 10:02:09, 708 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელმა სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გერმანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გერმანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა და მისმა მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და საქართველოთი დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისისა“ და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC ) მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ ჟურნალისტებს JTEC-ის დაფუძნების, ცენტრის მიზნებისა და ამოცანის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა და უწყების სხვა წარმომადგენლებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. გერმანელი სტუმრები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებით, ქვეყანასა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის საკითხებით დაინტერესდნენ.

გერმანელ ჟურნალისტთა ჯგუფი საქართველოს საინფორმაციო ტურის ფარგლებში სტუმრობს. ვიზიტი ბერლინის პრესკლუბის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს თანამონაწილეობით ხორციელდება.

ხუთდღიანი პრესტურის განმავლობაში სტუმრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ქართველ კოლეგებს შეხვდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics