21:35 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 13:32:56, 686 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში ორიენტირებულ სირბილში შეჯიბრება გაიმართა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ორიენტირებით სირბილში პირადი პირველობა გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეჯიბრება დაბა კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 45 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

მათივე ინფორმაციით, სამხედროებს ასპარეზობის მიმდინარეობის დეტალებზე შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ. ჯარისკაცებს საწყისი წერტილიდან ფინიშამდე კოჯრის ტყეში განლაგებული 10 საკონტროლო პუნქტი კომპასისა და რუკის საშუალებით უნდა მოეძებნათ. საკონტროლო პუნქტები წელს ახალი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა - თითოეულ პუნქტზე სპეციალური ჩიპები დამონტაჟდა. 
მონაწილეები სრულყოფილად შესრულებული დავალების და ასპარეზობის დროის მიხედვით შეფასდნენ.

გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ, მათ შესაბამისი სიგელები და მედლები გადაეცათ.

მესამე და მეორე ადგილები IV მექანიზირებული ბრიგადის კაპრალს გიორგი სანდოძეს და III ქვეითი ბრიგადის პირველი კლასის რიგითს დავით ჭელიძეს ხვდათ წილად. ხოლო, პირველი ადგილის და, შესაბამისად, ჩემპიონატის თასის მფლობელი ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სერჟანტი ზურაბ მოდებაძე გახდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics