10:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-10 20:09:52, 2807 ნახვა

სამართალი
ღობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

4 ოქტომბრის  ღობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გენადი კუპრეიშვილის, ალექსანდრე ჩილაჩავას, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშის და ლაშა ივანაძის პროცესი მიმდინარეობსა. 

ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. მათი თქმით, დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა. 

დაცვის მხარე პროკურატურას არ დაეთახმა. უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახის - პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს და მოსამართლეს გირაოს გამოყენება შესთავაზეს.

ექვსივე დაკავებულს ბრალი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის და ძალადობაში მონაწილეობის მუხლით ედებათ.

წინასასამართლო სხდომა 1 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
ტრამპმა განაცხადა, რომ ორბანის არჩევნებში დამარცხება არ აწუხებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics