11:00 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-20 11:48:59, 1044 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებული ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

სოლიდარობა მათე დევიძეს, სოლიდარობა ჟურნალისტებს,- ეს სიტყვები სასამართლოს სხდომათა დარბაზში შემოსვლისას „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა განაცხადა.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში დისტანციურად ჩვენებას ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აძლევს. ის შემთხვევის დროს იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ანატოლი გიგაური.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics