12:14 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 10:50:56, 667 ნახვა

ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეს ოლქზე რუსეთის მორიგი იერიშის შედეგად ბავშვები დაშავდნენ

რუსეთმა ზაპოროჟიეს რაიონის დასახლებულ პუნქტებზე საჰაერო იერიში მიიტანა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაიჭრა 6 მოქალაქე, მათ შორის ბავშვი. 

უწყების მონაცემებით, თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი, დაიწვა ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები, ჯამში 700 კვადრატული მეტრის ფართობი.

სამსახურის განცხადებით, "ადგილზე მუშაობდნენ გადაუდებელი დახმარების სამსახურები. ჩართული იყო 55 მაშველი და 9 ერთეული ტექნიკა". 

"საავიაციო ბომბებმა ორი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა და სამი დააზიანა, ასევე, ზიანი მიადგა აგარაკების ტერიტორიაზე მდებარე ნაგებობებს.

დაშავებულებმა მიიღეს საჭირო დახმარება. თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება". - განაცხადა უკრაინის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics