15:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 16:27:26, 500 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში იესპერ მოლერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. 

აჭარის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე რეგიონში "UNICEF"-ის მხარდაჭერით განხორცილებული პროგრამები შეაფასეს.

"ხაზი გაესვა ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.

"UNICEF"-ის მხარდაჭერით ბათუმი „ადრეული განათლება და ზრუნვის" მესამე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომლის მიზანია ინკლუზიურ საკითხებზე ადრეული განათლების ხელმისაწვდომობა.

აჭარაში "UNICEF"-ის არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება. თანამშრომლობა, მოიცავს ჯანმრთელობის, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბათუმში განხორციელებული მასშტაბური სოციალური პროექტის ე.წ. ოცნების ქალაქის და იქ მცხოვრები ათასობით ადამიანის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას", - აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics