2023-06-26 16:28:58, 1275 ნახვა
რეგიონი
კასპში, სააკაძის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები დასრულდა
ქალაქ კასპში, სააკაძის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშული ქუჩის ნაწილი დღემდე ასფალტირების გარეშე იყო დარჩენილი და აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა.
„ქუჩის სიგრძე 587 გრძივ მეტრს შეადგენს, რომლის სამუშაოებს შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება
ორფენიანი ასფალტის დაგების, სანიაღვრეების და საფეხმავლოების მოწყობის შემდეგ მოსახლეობა მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებს გადაადგილებას. #საგზაოინფრასტრუქტურა2023“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),