2023-05-04 13:35:02, 1248 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანს და სარჯას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაერთიანებული არაბთა საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანს ჰუმეიდ ბენ სალემს და სარჯას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს სულთან ალ ოვეის შეხვდა.
აჭარის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული ურთიერთობის გააქტიურებას.
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და
ეკონომიკური ფორუმის ბათუმში გამართვასთან დაკავშირებით.
შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),