15:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 11:12:26, 1346 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე კელი დეგნანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს, რომელსაც უკვე 30 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

"აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამერიკის ელჩის ვიზიტის მნიშვნელობას აჭარაში, განსაკუთრებით კი, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც კელი დეგნანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ პროექტებს დაათვალიერებს.

თორნიკე რიჟვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო რჩება აშშ-ის გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორად, მტკიცე, ქმედუნარიან და სანდო მოკავშირედ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ", - ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics