21:26 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 16:22:35, 2029 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი შესრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და მე-5 საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ჩიხლაძემ მიულოცეს. 

ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას. 

ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით დაჯილდოვნდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრებიც გადასცეს. 
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღესთან დაკავშირებით ღია კარის დღეც გაიმართა. სამხედრო ბაზას ვაზიანის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ და სამხედრო ტექნიკის გამოფენა დაათვალიერეს. საზეიმო ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ. 

მე-5 საარტილერიო ბრიგადას დიდი საბრძოლო ისტორია აქვს. 2018 წლის ივნისში სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა, რომლის შედეგად პირველი საარტილერიო ბრიგადა აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადად ჩამოყალიბდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics