14:55 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-10 15:13:41, 888 ნახვა

კომენტარი
კელი დეგნანი 5 ივლისზე - სამწუხაროა, რომ ვერ ვნახეთ ირაკლი ღარიბაშვილის ძლიერი ლიდერობა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 5 ივლისის მოვლენებზე სიტუაციის დასტაბილურებაში მთავარი როლი უნდა შეესრულებინა, თუმცა ეს არ მოხდა.

მისივე თქმით, 5-6 ივლისს საქართველოში განვითარებული მოვლენები და ძალადობა სევდიანი და სამწუხაროა ქვეყნისთვის.

„ველოდებოდით, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი ის მთავარ როლს შეასრულებდა სიტუაციის დაწყნარებაში და დაგმობდა ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ჟურნალისტების მიმართ. ამიტომ სამწუხარო იყო, რომ ამ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა. სამწუხარო, სევდიანი დღე იყო საქართველოსთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics