09:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-04 17:01:51, 561 ნახვა

კომენტარი
თამარ არჩუაძე: დიუსელდორფი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესამე ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულებაა

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო. დღეიდან, დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანი კვირაში ორი სიხშირით, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

,,მოხარული ვართ, რომ დღეიდან, ლუფტანგა ჯგუფში შემავალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია  Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო. დიუსელდორფის მიმართულება თბილისის  საერთაშორისო აეროპორტიდან მესამე ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. წინასწარმა გაყიდვებმა აჩვენა, რომ ამ მიმართულებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რეისები საკმაოდ დატვირთულია და ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით, ბილეთების გაყიდვა ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც გაგრძელდა. ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია Eurowings საქართველოდან ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის და გააფართოვებს",-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

Eurowings-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და ავიაკომპანია Eurowings-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics